მიხეილ სააკაშვილი ისევ დააკავეს და უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს

კიევი, კარვების ქალაქის პრესცენტრი 2017-12-12 20:25:43 ნახვები 3968

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს. ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი დავით საყვარელიძე "ფეისბუქზე" ავრცელებს. 

მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაკავება 5 დეკემბერს სამართალდამცველებმა უშედეგოდ სცადეს (საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხალხმა გაათავისუფლა), უკრაინის უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს. რა ვითარებაში მოხდა სააკაშვილის დაკავება, დეტალები ჯერ მისი თანამებრძოლებისგან ცნობილი არ არის.

ამავე დროს, უკრაინის „სახალხო ფრონტის“ დეპუტატმა და უკრაინის შს სამინისტროს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშენკომ დაწერა, რომ "სააკაშვილის დაკავება კანონთან სრულ შესაბამისობაში მოხდა. მისივე თქმით, "მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთერთ ბინაში იმალებოდა".

ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომაც, საკუთარ "ფეისბუქზე" დაადასტურა. 

"ახალ ძალთა გაერთიანება", რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს, სასწრაფო მობილიზაციას აცხადებს და სავარაუდოდ, უშიშროების შენობის ბლოკირებისთვის ემზადება. 

დატოვე კომენტარი