დღის ვიდეო: საოკუპაციო ბანერიდან 400 მეტრში, აქციის დროს შესრულებული საქართველოს ჰიმნი

ძალა ერთობაშია 2017-12-19 14:15:51 ნახვები 1832

ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია", რომელმაც საბაზისო საგუშაგო თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ყარაფილას გადასახვევთან, უკანონო საოკუპაციო ბანერიდან 300 მეტრში გადაიტანა, რუს ოკუპანტებზე დაკვირვებას აგრძელებს. 

პარალელურად, ავტობანზე ყოველდღე იმართება აქცია-პერფორმანსი "ფრთხილად, 400 მეტრში რუსი ოკუპანტია", რომლის მიზანია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება საოკუპაციო ზოლის საგანგაშო სიახლოვის შესახებ. 

მას შემდეგ, რაც კასპის მერის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის აქტივისტებს სოფელ ნიგოზაში სიტყვიერი შეთანხმებით გამოყოფილი ოთახის დაცლა მოუწიათ, საგუშაგომ მაგისტრალთან უშუალო სიახლოვეს გადაინაცვლა. ვიდეოზე ჩანს, როგორ გამოირთო ავტომაგისტრალის განათების ლამპიონები აქცია-პერფორმანსის დაწყებისთანავე, თუმცა, ეს არ გამხდარა დამაბრკოლებელი ფაქტორი აქტივისტებისთვის, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. 

როგორც ორგანიზაციის "ძალა ერთობაშია" აქტივისტები იტყობინებიან, 18 დეკემბერს ოკუპირებული ორჭოსნის სამხედრო ბაზიდან ყარაფილის მიმართულებით რუსი ოკუპანტების აქტიურობა შეინიშნებოდა. ისინი მსუბუქი ავტომანქანითა და ბმპ-2-ით გადაადგილდებოდნენ და დაზვერვით სამუშაოებს ატარებდნენ, მოგვიანებით კი ისევ ბაზაში გაბრუნდნენ. 

დატოვე კომენტარი