რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთიდან ადგილობრივი გაიტაცეს

ლაშა ბერულავა 2017-12-20 22:04:19 ნახვები 1462

სოფელ ხურვალეთში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მცხოვრები, შუახნის ლალი ხაჩირაშვილი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ანტიოკუპაციურ მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამკვირვებლებს შეატყობინეს. 

დამკვირვებელთა მხრიდან ინფორმაციის გადამოწმებისას დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით მართლაც დააკავეს. რუსმა სამხედროებმა ადგილობრივებთან საუბარში ფაქტი ჯერ უარყვეს, ხოლო შემდეგ დაადასტურეს, რომ ლალი ხაჩირაშვილი დაკავებულია. სავარაუდოდ, ხაჩირაშვილი რუსულ სამხედრო ბაზაზე ან ცხინვალშია გადაყვანილი. 

დაკავების თვითმხილველთა თქმით, ლალი ხაჩირაშვილი საქონელსა და ინდაურებს ეძებდა, მავთულხლართები მისი საკარმიდამო ნაკვეთის გვერდითაა და ე.წ. საზღვარს რამდენიმე მეტრით გასცდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მის დასაკავებლად. 

დატოვე კომენტარი