რამზან კადიროვი ე.წ. მაგნიტსკის სიაში - აშშ-ის გადაწყვეტილება

ლაშა ბერულავა 2017-12-20 22:09:17 ნახვები 2389

"სასამართლოს გარეშე დასჯაში, წამებაში და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზულ დარღვევებში მონაწილეობის გამო", აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა. 

"მაგნიტსკის სიაში" კიდევ რამდენიმე პირია შეყვანილი და, როგორც ექსპერტები და პოლიტოლოგები ვარაუდობენ, ის, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს.

შეგახსენებთ, 2012 წელს მიღებული “მაგნიტსკის აქტი” მოიცავს პერსონალურ სანქციებს რუსეთის რამდენიმე ათეული მოქალაქის მიმართ და ფონდ Hermitage Capital-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის სახელი ჰქვია, რომელიც რუსეთის ციხეში დაიღუპა.

 

დატოვე კომენტარი