შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლს რუსულმა ვერტმფრენმა შემოუფრინა

გიორგი კასრაძე 2017-12-27 21:34:23 ნახვები 1221

27 დეკემბერს ცხინვალის მიმართულებით ჩრდილოეთიდან მოფრენილმა რუსულმა ვერტმფრენმა მი-8 მტ-მ შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლს შემოუფრინა.

„ძალა ერთობაშია" ვარაუდობს, რომ რუსეთის არმიის გენერალიტეტმა საოკუპაციო ბაზების საბრძოლო მზადყოფნა შეამოწმა, ასევე, ტერიტორია ჰაერიდან დაიზვერა.

რამდენიმე წრეზე შემოფრენის შემდეგ ვერტმფრენმა გეზი, სავარაუდოდ, დისევის ბაზისკენ აიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტერიტორიის დაზვერვაში რუს სამხედროებთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობდა.

 

 

დატოვე კომენტარი