რუსმა ოკუპანტებმა სოფელ იონჩაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ლაშა ბერულავა 2017-12-29 18:05:42 ნახვები 2246

ზნაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იონჩაში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული 64 წლის, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მკვიდრი ზურაბ ჟღენტია, რომელსაც ბრალად ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევა წაუყენეს. შეძლებს თუ არა ღლონტი საახალწლოდ შინ დაბრუნებას, ჯერ გაურვეველია.

სოფელი იონჩა მდინარე ფრონის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 760 მეტრზე მდებარეობს და სოფელ თამარაშენს ესაზღვრება.

qartli.ge-ს ფოტო.

დატოვე კომენტარი