რუსი ოკუპანტები ყარაფილისა და ერგნეთი-ფრისის მიმართულებით გააქტიურდნენ

ძალა ერთობაშია 2018-01-10 02:04:59 ნახვები 656

ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია", ერგნეთის სადამკვირვებლო პუნქტი იტყობინება, რომ ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე, სოფ.ფრისისა და ერედვის მიმდებარედ, განახლდა საცეცხლე სწავლებები ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით.

ინფორმაცია მოიპოვა ერგნეთის საგუშაგოს დამკვირვებელმა გიორგი კასრაძემ.

პარალელურად, ყარაფილას საგუშაგო იუწყება, რომ რუსული საოკუპაციო სათვალთვალო პუნქტი ავტობანის მიმდებარედ აქტიურია და შეინიშნება რუსი ოკუპანტების(სადაზვერვო ჯგუფის) აქტიურობა. 9 იანვრის განმავლობაში იქ ოთხი რუსი ოკუპანტი გადაადგილდებოდა, მათ შორის, ძაღლის თანხლებით.

დატოვე კომენტარი