სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი მოქალაქეებს აშშ-ის საელჩოსთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

ძალა ერთობაშია 2018-01-13 20:41:33 ნახვები 2637

"სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი" 22 იანვარს აშშ-ის საელჩოსთან დაგეგმილ აქციას ეხმიანება და მოქალაქეებს მასში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. აქცია ერთდროულად იმართება თბილისში, სტრასბურგსა და აშშ-ის რამდენიმე ქალაქში და მისი ინიციატორია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი გოგი თათუხაშვილი. 

"სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:

"საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ზოგადად დასავლურ ღირებულებებს დიდი საფრთხე ემუქრება, ქვეყანას ოლოგარქ ივანიშვილის ხელით მართავს რუსეთის სპეცსამსახურები, რაც გულისხმობს: დასავლურ ფასეულობათა მიზანმიმართულ ნგრევას, საბჭოური სტილის მართველობის დაბრუნებას, ქვეყნის სრულ იზოლიაციასა და საბოლოოდ თავისუფლების დაკარგვას, არადა საქართველო თავისი უდიდესი ისტორიით, გმირული წარსულით გაცილებით უკეთეს მომავალს იმსახურებს.

“სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ სრულად იზიარებს გენერალ გოგი თათუხაშვილის მოწოდებას მხარი დავუჭიროთ კონგრესმენ სტივენ რასელის ინციატივით მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების კრიმინალთან ინტეგრირებულ მაღალჩინოსნების მიმართ მკაცრ სანქციების დაწესებას(პირადი ანგარიშების გაყინვა, მოქმედი ვიზების შეჩერება და ა.შ).

არა ოკუპაციას!
არა ოლიგარქებს!
არა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას!
ძალა ერთობაშია !!!

მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ 22 იანვარს 11:00 საათზე ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ აქციაში.

“სამოქალაქო განვითარების
საერთაშორისო ქსელი“-ს თავმჯდომარე შმაგი ჩოხელი

დატოვე კომენტარი