სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში "ანტისაბჭოთა ისტორიების" პრეზენტაცია გაიმართება

ლანა ღვინჯილია 2018-01-18 00:03:05 ნახვები 2194

19 იანვარს 15.00 საათზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება ოლეგ პანფილოვის წიგნის "ანტისაბჭოთა ისტორიები" ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ოლეგ პანფილოვის წიგნი „ანტისაბჭოთა ისტორიები“ არის ისტორიული პუბლიცისტიკის კრებული, რომელშიც მოთხრობილია რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის იმ ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტების შესახებ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცენზურის გამო დამალული იყო.

მათ შორის მიმოხილულია რუსეთ-ჩუკოტკის ომი, მე-16-19 საუკუნეების დამპყრობელი კამპანიები, ცენტრალური აზიის ერების ბრძლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, საბჭოთა რეპრესიები, პროპაგანდის და ცენზურის ტრადიციები.

წიგნი უკვე თარგმნილია და გამოცემულია უკრაინულ, ბულგარულ და ჩეხურ ენებზე.

პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს წიგნის მთარგმნელი, მწერალი მიხეილ ანთაძე.

წიგნი გამოცემულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ.

დატოვე კომენტარი