ახალგორიდან დევნილი 8 წლის ბიჭის თავისუფალი თემა: ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს...

ლაშა ბერულავა 2018-01-24 12:19:09 ნახვები 8139

"დეოკუპეიშენ.ჯის" მიაწოდეს ახალგორიდან დევნილი, 8 წლის ლუკა ოდიშვილის მიერ დაწერილი თავისუფალი თემის შინაარსი, სადაც ის აღწერს, როგორ მოიქცეოდა, ჯადოსნური ჯოხი რომ ჰქონდეს. 

"მე რომ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს, დავაბრუნებდი რუსეთის წართმეულ ტერიტორიებს. მაგალითად: აფხაზეთს, ახალგორს და სამაჩაბლოს. დავამყარებდი ჰარმონიას. ახალ წელს გავახარებდი ყველა პატარას საჩუქრებით", - წერს ლუკა. 

თავისუფალ თემას ახლავს პედაგოგის მინაწერიც:

"ყოჩაღ! ლუკა, შენთვის ალალია ჯადოსნური ჯოხი". 

დატოვე კომენტარი