პენტაგონის ექს-ხელმძღვანელი: რუსეთთან შესაძლო ომისთვის აშშ-მა და ნატომ გეგმა უნდა შეიმუშავონ

ლაშა ბერულავა 2018-01-27 16:32:14 ნახვები 2865

აშშ-სა და ნატოს მართებთ, შეიმუშაონ გეგმა რუსეთთან შესაძლო ომის შემთხვევაში, რაც სულაც არაა გამორიცხული, - ამის შესახებ დავოსში გამართულ მსოფილო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პენტაგონის ექს-შეფმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. 

"ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არამარტო კიბერშეტევებისთვის, არამედ სამხედრო აგრესიისთვის, "მწვანე კაცუნების" (ასე შეარქვეს უკრაინაში, ყირიმში გამოჩენილ, მწვანე კომუფლირებულ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ სამხედრო პირებს, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომლებიც, სინამდვილეში, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იყვნენ და რომლებიც უკრაინულ ბაზებს ბლოკავდნენ, - ლ.ბ.) შეჭრისთვის, მაგალითად, ბალტიისპირეთში, სადაც რუსეთს თავის სასარგებლოდ შეუძლია გამოიყენოს ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლები".

"რეაქციის სტრატეგია საჭიროა როგორც აშშ-სთვის, ასევე ნატოსთვის", - განაცხადა კარტერმა და დაამატა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში დასავლეთი არ მიიჩნევდა რუსეთს სამხედრო მოწინააღმდეგედ, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. 

დატოვე კომენტარი