რუსი ოკუპანტების საინჟინრო ჯგუფი ერგნეთთან

ძალა ერთობაშია 2018-02-04 02:00:45 ნახვები 1089

რუსი ოკუპანტების საინჟინრო ჯგუფი ერგნეთთან, ფრისის მონაკვეთზე, სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა იქ "ძალა ერთობაშია" პატრულირებდა.

ჯგუფის მოსვლა და მოქმედება "ძალა ერთობაშიას" ერგნეთის საგუშაგოს ხელმძღვანელმა გიორგი კასრაძემ გადაიღო. ვიდეოში ჩანს, რომ რუსი ოკუპანტები ანძაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ვარგისიანობას ამოწმებენ, ან მეხსიერების ბარათს უცვლიან.

მსგავსი ანძები ერგნეთთან, საოკუპაციო ღობის გასწვრივ, დაახლოებით 20-30 მეტრიან მონაკვეთებშია განთავსებული და ყველაზე სათვალთვალო კამერა და ფოტოხაფანგია დამონტაჟებული. 

დატოვე კომენტარი