2008, აგვისტო: მშვიდობისმყოფელთა მსხვერპლშეწირვა, ანუ ვის უყვირიან კადრებში:

ანდრეი ილარიონოვი 2018-02-05 10:19:24 ნახვები 488

გთავაზობთ ანდრეი ილარიონოვის ანალიტიკურ ბლოგს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, კერძოდ, ყბადაღებულ "ქართველებმა რუსი სამშვიდობო ბატალიონის ჯარისკაცები დახოცეს" თემას. თარგმნა მანანა თოფურიძემ.

3 წუთისა და 33 წამის ხანგრძლივობის ეს მასალა მედდამ, კრისტინა ლიტოვკამ 2008 წლის 8 აგვისტოს, დილით, დაახლოებით 6 საათზე გადაიღო. 2009 წლის 2 აგვისტოს ის თავის ბლოგზე ალექსანდრ ვიქტოროვმა განათავსა. აი რა კომენტარი დაურთო მან მის მიერ განთავსებულ ვიდეოს:

„რადგან ვადიმ ფეფილოვის ფილმი პრაქტიკულად უკვე მზადაა, ჩვენს ხელთ არსებული მასალის ნაწილის აუდიტორიისათვის გაზიარება შესაძლებლად მივიჩნიე.

ეს ვიდეო სამშვიდობო ბატალიონის მედდამ საკუთარი ფოტოაპარატით ომის პირველ საათებში გადაიღო, მაშინ, როცა ყველა დაჭრილი ჯერ ისევ სამედიცინო პუნქტში იყო ბაზირებული (2008 წლის 8 აგვისტოს დაახლოებით 06.00-ზე).

შემდეგ ამისათვის აღარავის ეცალა. გადაღებული, რა თქმა უნდა, სამოყვარულო დონეზეა, მაგრამ გთხოვთ ყურადღება ხმას მიაქციოთ. ჯერ ერთი, მშვიდობისმყოფელები გამუდმებით ყვირიან: „არ ისროლოთ!“. როგორც შემდგომ ამიხსნეს, ისინი ფიქრობდნენ, რომ „თუ არ იქნებოდა ცეცხლი სამშვიდობოების მხრიდან, მათაც არავინ დაუშენდა“.

აღმოჩნდა, რომ - ასე სულაც არაა... მეორეც, ყურადღება მიაქციეთ, რომ მშვიდობისმყოფელები მეთაურებისგან რადიოთი ითხოვენ „თანხმობას“ ქართული შემოტევის მოგერიებაზე და მხოლოდ ამის მერე აწარმოებენ გარკვეულ მოქმედებებს. ჯერ ქართულ ტანკსაც არ უსვრია ყაზარმის სახურავისთვის.

იქვე, ა. ვიქტოროვის ბლოგზე, მიმდინარე განხილვის პროცესში წამოჭრილი კომენტარები დაიყვანება შემდეგზე:

1. ვიდეო გადაღებულია დილის დაახლოებით 6 საათზე, ანუ მას მერე, რაც 5.50-ზე „ზემო ქალაქის ღობის გასწვრივ“ „უცნობი პირების მიერ“ დაიწყო „სროლა მსუბუქი იარაღითა და ნაღმმტყორცნებით“.

2. ვიდეოფაილის სახმო ზოლიდან გამომდინარე,ეჭვგარეშეა: ამ დროს მსუბუქი იარაღით ინტენსიური სროლა მიმდინარეობს.

3. სამშვიდობო ბატალიონის კადრში მოხვედრილი სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებულ შეშფოთებას არ ავლენენ: ისინი აუჩქარებლად ინაწილებენ იარაღს, საუბრობენ, იღიმიან, იღებენ ვიდეოს, ხუმრობენ; სრულიად ცხადია, რომ ისინი ცეცხლის ქვეშ არ იმყოფებიან. რა გამოდის? – თუ ზემო ქალაქი ცეცხლის ქვეშ არ იმყოფება, მაშინ სროლა ზემო ქალაქიდან მიმდინარეობს.

4. სროლა ზემო ქალაქის (ყაზარმის მესამე სართულის) მიმართულებით ნამდვილად დაიწყება. მაგრამ ეს ვიდეოფაილის ბოლოს მოხდება, რაც მაშინათვე მიიპყრობს ოპერატორის ყურადღებას (და მაშინათვე დაფიქსირდება ვიდეოზე) და გვერდით მდგარი სამხედროს კომენტარსაც გამოიწვევს.

5. ყურადღებას იქცევს არაერთხელ (ვიდეოს მე-6, 37-ე, 64-ე, 71-ე წამზე) წარმოთქმული თხოვნა (ხვეწნის, თუ არა მუდარის, ტონით): „არ ისროლოთ!“ და მითითება: „ვიზუალურად უყურეთ!“ მათთვის, ვინც ვერ გაარჩია, შეგიძლიათ წაიკითხოთ როგორ ამახვილებს ყურადღებას ამ თხოვნებზე თავად ა. ვიქტოროვი: „ჯერ ერთი, მშვიდობისმყოფელები გამუდმებით ყვირიან: „არ ისროლოთ!““.

6. ვინ ყვირის „არ ისროლოთ!“?

ცხადია, რომ ყვირის სამშვიდობო ძალების ბატალიონის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე. ამასვე ადასტურებს ა. ვიქტოროვიც.

7. ვის მიმართავს სამშვიდობო ძალების ბატალიონის ეს სამხედრო მოსამსახურე? მიმართავს თუ არა ის ქართველებს? ეს შეუძლებელია. ქართველები აქედან დაახლოებით ერთ კილომეტრში, ნიქოზში არიან, ისინი ვერ გაიგებენ ზემო ქალაქის შიდა ეზოში წარმოთქმულ (თუნდაც წამოყვირებულ) თხოვნას, განსაკუთრებით, ინტენსიური სროლის დროს.

შესაბამისად, მშვიდობისმყოფელი თხოვნით „არ ისროლოთ!“ მიმართავს მათ, ვისაც მისი გაგონება შეუძლია - მათ, ვინც ზემო ქალაქში იმყოფება.

სახელდობრ, ვის? სხვა მშვიდობისმყოფელებს? შესაძლებელია, მაგრამ ცოტა არ იყოს - უცნაური. ჯარში, როგორც წესი, არ სთხოვენ, ჯარში ბრძანებებს იძლევიან. ამ დროისათვის შესაბამისი განკარგულებები სამშვიდობო ბატალიონისთვის უკვე გასცა მისმა მეთაურმა კ. ტიმერმანმა.

ამასთანავე, მან თავისი განკარგულებები გასცა, როგორც მინიმუმ, ორჯერ: პირველად - არა უგვიანეს 7 აგვისტოს 23 საათისა და მეორედ - 8 აგვისტოს დილის 4 საათზე. ბრძანება იყო ერთი და იგივე : „გაიხსნას ცეცხლი, გამანადგურებელი ცეცხლი“.

გამოდის, რომ რომელიღაც მშვიდობისმყოფელი ცდილობს თავისი უფროსის - ბატალიონის მეთაურის, ტიმერმანის - ბრძანების არად ჩაგდებას?

პრინციპში, ეს არ არის გამორიცხული, რადგან თავად ტიმერმანი ამ მომენტში ზემო ქალაქში არ იმყოფებოდა - სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილთან და რამდენიმე БМП-სთანერთად მან დატოვა ნაწილის განლაგება უახლოეს გზაჯვარედინზე ქართული ქვედანაყოფების დასაცხრილად.

გამოდის, რომ მის არყოფნაში, მისი ერთ-ერთი ხელქვეითი ცდილობს დაექვემდებაროს თავის სამშვიდობო მანდატს და თავი აარიდოს გარდაუვალ საბრძოლო შეტაკებას ქართულ ძალებთან, მშვიდობისმყოფელთათვის სრულიად პროგნოზირებადი შედეგებით.

მაგრამ მშვიდობისმყოფელის მიერ წარმოთქმული თხოვნის ტონია ძალზე უცნაური.

თუ ხმა, რომელიც ვიდეოფაილიდან ისმის, ზემო ქალაქში უფროსის სანაცვლოდ დარჩენილ სამშვიდობო ბატალიონის შტაბის უფროსს, კაპიტან ალქსანდრ ბუგრიის ეკუთვნის, ის არ უნდა სთხოვდეს - ის განკარგულებებს უნდა იძლეოდეს, რომლებსაც მისი ხელქვეითები უსიტყვოდ (ოთხჯერადი გამეორების გარეშე) უნდა ასრულებდნენ. და თუ ეს ხმა რანგით უფროსისა არ არის, მაშინ მას არც ბრძანების და არც თხოვნის უფლება აქვს.

ყოველივე ამისა და მშვიდობისმყოფელის თხოვნის ტონის გათვალისწინებით, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის საკუთარი სამშვიდობო ბატალიონის თანამებრძოლებს კი არა, ბატალიონში „მივლენილ“კარასნოდარის მე-10 ბრიგადის 107-ე რაზმის სპეცრაზმელებს მიმართავს. მაშინ გასაგები ხდება თხოვნის ტონიც, თხოვნის არშესრულებაც (იგნორირება) და ზემო ქალაქის ტერიტორიიდან სასტიკი ცეცხლის არშეწყვეტაც.

ამასვე ადასტურებს მეორე სამხედრო მოსამსახურის ნახევრადბრძანებითი მოთხოვნაც, რანგით უფროსისა - ტონიდან გამომდინარე (რომელსაც ქვემოთ კომენტარში ა. ბონდარევმა მიაქცია ყურადღება), მიმართვა „თავის“ მშვიდობისმყოფელს „სხვათა“ ქმედებებთან დაკავშირებით:

„შეწყვიტონ [სროლა]!“ (61-ე წამი), რომლის შემდეგ, პრაქტიკულად მაშინათვე, პირველი ხმა (თითქოს ასრულებს უფროსისგან ახლახანს მიღებული დავალებას) კიდევ ერთხელ უმეორებს (უყვირის) „სხვებს“ თავის თხოვნას: „არ ისროლოთ!“ (64-ე წამი).

8. რატომ სთხოვენ მშვიდობისმყოფელები - თავისსავე სამშვიდობოებს თუ, რაც მეტად სავარაუდოა, სპეცრაზმელებს - „არ ისროლოთ!“?

განმარტებას (რომელსაც თავად მშვიდობისმყოფელები იძლეოდნენ) ა. ვიქტოროვი საკუთარ ბლოგზე ასახავს:

„როგორც თვითონ მიხსნიდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ „თუ არ იქნებოდა ცეცხლი სამშვიდობოების მხრიდან, მათაც არავინდაუშენდა“.

როგორც ჩანს, მშვიდობისმყოფელები სიტუაციას სწორად აფასებდნენ: თუ ზემო ქალაქიდან ქართველებს არავინ ესროდა, ქართველებიც არ ესროდნენ საპასუხოდ.

მაგრამ „დაუდგენელმა პირებმა“, სავარაუდოდ, ან სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილმა, ან სპეცრაზმელებმა, რომლებსაც არაერთხელ მიმართეს თხოვნით „არ ესროლოთ!“, ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს.

ამას ერთადერთი ახსნა გააჩნია - სპეცრაზმელები ასრულებდნენ არა მათი მეგობრების საბრალო მუდარას, არამედ მათი უფროსობის ულმობელ ბრძანებას: „გახსენით ცეცხლი, გამანადგურებელი ცეცხლი!“

ისინი სწორედ ამ ბრძანებას ასრულებდნენ. და ბოლოს და ბოლოს შეასრულეს კიდეც მათზე დაკისრებული ამოცანა.

სპეცრაზმელებს ქართველების მიმართ ისეთი სროლები უნდა განეხორციელებინათ, რომლებზეც ქართველებს არ შეეძლოთ არ ეპასუხათ.

და მათაც უპასუხეს.

თავიდან - სატანკო გასროლით (6.20-6.25-ზე).

შემდეგ კი ყველა დანარჩენით.

მაგრამ, ვიდრე ცეცხლს ქართული ჯარი გახსნიდა, დილის 5.50-ზე ცეცხლი ზემო ქალაქიდან გახსნეს.

სავარაუდოდ, სპეცრაზმელებმა, რომლებსაც მიმართავდნენ თხოვნით „არ ისროლოთ!“ ჩვეულებრივი მშვიდობისმყოფელები და რომლებმაც ზუსტად ჯერ კიდევ არ იცოდნენ, მაგრამ, შესაძლოა, უკვე დაიწყეს გაცნობიერება როლისა, რომელიც მათ და მათ კოლეგებს მათმა მაღალმა უფროსობამ არგუნა.

დატოვე კომენტარი