გალკინი - ქართული ესტრადის ელიტას: შემდეგ შეკითხვას კბილებში ოხრახუშგარჭობილი დაგისვამთ...

ლაშა ბერულავა 2018-02-14 01:52:28 ნახვები 13159

მაქსიმ გალკინის გადაცემაში "Сегодня вечером", რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე, 10 თებერვალს ქართული ესტრადა იყო წარმოდგენილი. გადაცემაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში მყოფი ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, სოსო პავლიაშვილი, ვალერი მელაძე და სხვები. გადაცემის პრომოში ვახტანგ კიკაბიძეც იყო ნაჩვენები, თუმცა ის სტუდიაში არ გამოჩენილა - მომღერალი მოსკოვში არ ჩავიდა.

მაქსიმ გალკინმა გადაცემა ნაბადმოხურულმა, ყანწით ხელში გახსნა და რუსული აქცენტით ქართულად იმღერა "გზა დაგვილოცეთ", რამაც სტუდიაში მყოფთა აღფრთოვანება გამოიწვია.

გადაცემის თანაწამყვანის რეპლიკაზე: "მაქსიმ, მე ქართული არ ვიცი!", გალკინმა უპასუხა: "ეს საგანგაშო არ არის, ქართველებს რუსულად სიმღერაც შეუძლიათ!".

გადაცემის დასაწყისი ქართული ცეკვით გაფორმდა, ხოლო ბოლოს ყველამ ერთად შეასრულა ცნობილი "თბილისო". 

სტუდიაში მოსულმა სოსო პავლიაშვილმა თამარ გვერდწითელისთვის წითელი ვარდების თაიგული, ხოლო გადაცემის წამყვანებისთვის კალათა მოიტანა, სადაც მწვანილი, ყურძენი, ჩურჩხელა და საწებელი იყო ჩალაგებული. 

"შემდეგ შეკითხვას კბილებში ოხრახუშგარჭობილი დაგისვამთ", - იხუმრა მაქსიმ გალკინმა.

 

 

დატოვე კომენტარი