იცნობდე მტრებს: informnapalm-მა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები გამოავლინა

ირაკლი კომახიძე 2018-02-14 22:58:43 ნახვები 4056

საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა informnapalm სხვადასხვა სოციალური ქსელების დაკვირვების საფუძველზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ოკუპანტი ჯარისკაცები და ოფიცრები გამოავლინა. 

სულ გამოვლენილია 22 რუსი ოკუპანტი - სხვადასხვა რანგის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც საქართველოში 2008 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე გადაღებული ფოტოები თავიანთ ღია თუ დახურულ ალბომებში აქვთ ატვირთული. აღსანიშნავია, რომ მათგან ზოგი უკრაინაში რუსულ აგრესიაშიც მონაწილეობდა და ყირიმის ოკუპანტებს შორის იყო. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე (მათ შორის 170 სამხედრო მოსამსახურე), ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი გაიზარდა 26 ათასი ადამიანით (სულ ლტოლვილთა რიცხვი საქართველოში შეადგენს 260 ათასზე მეტ ადამიანს), ოკუპირებულია სახელმწიფოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი. მცოცავი ანექსია ამ დრომდე გრძელდება.

"ინფორმნაპალმის" მიერ გამოვლენილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე რუსი ოკუპანტები:

ვოვა ბალუიანი - დაბ. თარიღი – 18/07/1971 წ. წარმოშობით ქ. ბათუმიდან. ამჟამად მცხოვრები – ქ. სმოლენსკი ან ქ. პოდოლსკი, მოსკოვის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი.

მუხტარ უმაროვი - 2015 წ. მდგომარეობით გარდაცვლილი ან მოკლული დონბასში. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. წოდება – ეფრეიტორი.

ვასილ სატეევი - 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. წოდება – პრაპორშიკი.

ალექსანდრ ვორობიოვი - 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი.

სერგეი ტოპორკოვი - დაბ. თარიღი – 25/01/19??წ., მცხოვრები – როსტოვის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური–კონტრაქტნიკი. 

ალექსეი არჟანიხი - დაბ. თარიღი – 13/03/1989 წ., მცხოვრები – ქ. ტოლიატი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ზემსახური-კონტრაქტნიკი. 

ნიკოლოზ კოზინი - დაბ. თარიღი – 01/08/1984წ., მცხოვრები – სოფ. ბარიშ ულიანოვსკის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის კონტრაქტნიკი. წოდება – ზემდეგი.

ანდრეი ჩერედნიკი - დაბ. თარიღი – 05/01/1968 წ., მცხოვრები ქ. კრასნოდარი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის კონტრაქტნიკი.

კონსტანტინ ზახაროვი - სავარაუდო დაბ. თარიღი – 13/04/1974 წ., მცხოვრები – ქ. ვლადიკავკაზი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის კონტრაქტნიკი.

ალექსეი პოლტავსკი - დაბ. თარიღი – 24/03/19?? წ., მცხოვრები – ვორონეჟის ოლქი ქ. ტალოვსკის რ-ნი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის კონტრაქტნიკი.

სერგეი პოპლოვიჩევი - დაბ. თარიღი – 04/08/1970 წ., მცხოვრები – ქ. გროზნო. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის კონტრაქტნიკი.

არტურ უმაროვი - დაბ. თარიღი – 20/01/1969 წ., მცხოვრები ქ. კრასნოდარი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის მე-2 ასეულის ზემდეგი.

ნატალია ბაბაკი - დაბ. თარიღი – 20/04/19?? წ., მცხოვრები – ჩეჩნეთში. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის კონტრაქტნიკი.

ალექსანდრ ევსუტინი - დაბ. თარიღი – 02/06/1980 წ., მცხოვრები – ქ. სტავროპოლი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის კონტრაქტნიკი.

ევგენი ბაიჩენკო - დაბ. თარიღი – 19/10/1970 წ., მცხოვრები – ქ. აკსაი როსტოვის ოლქი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის კონტრაქტნიკი.

პავლე როგოჟინი - 2008 წ. მდგომარეობით 58-ე არმიის სამშვიდობო ბატალიონის ასმეთაური. წოდება – კაპიტანი. 

ვადიმ შალობალო - დაბ. თარიღი 15/10/1980 წ., მცხოვრები ქ. კრასნოდარი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის ან 42-ე დივიზიის სხვა დანაყოფის ოფიცერი. წოდება – მაიორი.

ევგენი მოზჟელინი - დაბადების თარიღი არ ფიქსირდება, მცხოვრები – ქ. ეკატერინბურგი სვერდლოვსკის ოლქი, წარმოშობით –სტავროპოლიდან. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის 1-ლი ასეულის ოცმეთაური.

ევგენი შაპენკოვი - სავარაუდო დაბ. თარიღი – 06/06/1976 წ., მცხოვრები – ქ. ირკუტსკი. 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის მე-2 ასეულის მეთაური. წოდება – კაპიტანი.

ალექსანდრე ბოროდინი - 2008 წ. მდგომარეობით კ/გაბმულობის 478-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე ტექნიკა-შეიარაღების დარგში. წოდება – მაიორი. 

სერგეი მინენკოვი - დაბ. თარიღი – 23/08/1968 წ., მცხოვრები – ქ. მოსკოვი. 2008 წლის აგვისტოს მდგომარეობით 42-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური. წოდება – გენერალ-მაიორი.

ალექსი უსატოვი - დაბ. თარიღი: 31/10/1976 წ., წარმოშობით: ქ. კალუგა რუსეთი. განთლება: ქ. ულიანოვსკის კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი 1993-1998 წწ.

დატოვე კომენტარი