აშშ-ის საელჩო საქართველოში: 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, უდრეკი ქართული სული მაინც არ გატყდა

US Embassy Tbilisi 2018-02-25 18:55:37 ნახვები 1641

საქართველოში აშშ-ის საელჩო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სიტყვას იხსენებს, რომელიც მან 1920 წელს, სამხედრო სკოლის პირველ გამოშვებაზე წარმოთქვა. 

„მართალია, ადვილი არ არის ხანგრძლივი ბრძოლა, ყველას სწყურიან თავისუფლათ ამოისუნთქოს მაგრამ დარწმუნდით, უფრო უარესია, თუ მტერი დაგვამარცხებს, თუ ჩვენს ოჯახს, ჩვენ კერას და თავისუფლებას ის გააოხრებს, გათელავს და მიწასთან გაასწორებს. ქართველ ერს დიდი და საყურადღებო ისტორია აქვს;

ჩვენ, ქართველები, ყოველთვის განვირჩეოდით თავგანწირვით და დიადი სიყვარულით სამშობლოსადმი. ჩვენი სამშობლო კვლავ აღმოცენდა, აყვავდა, დაგვიდგა ბედნიერი დღეები, ჩვენმა ერმა ბორკილები აიხსნა, მონობას თავი დაახწია და თავისუფლათ ამოისუნთქა. ნუ თუ ეხლა მან ხელები უნდა ჩაუშვას და ეს მონაპოვი უნდა დაღუპოს? არა, ეს ასე არ უნდა მოხდეს და არც იქნება; ქართველი ხალხი არასოდეს არ იყო ლაჩარი და არც იქნება.“

ამ სევდიან დღეს ვიხსენებთ პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის ქედუხრელ და შთამაგონებელ სიტყვას სამხედრო სკოლის პირველ გამოშვებაზე 1920 წელს. ამ მიმართვიდან ხუთ თვეში წითელმა არმიამ თბილისი აიღო, თუმცა 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად უდრეკი ქართული სული მაინც არ გატყდა. აშშ ამაყობს, რომ საქართველოს მოკავშირეა და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას.

On this somber day we remember Colonel Alexandre Chkeidze’s defiant and inspiring words at the first graduation of cadets from the Georgian Military School in 1920. Just five months later, the Red Army occupied Tbilisi. Despite the ensuing 70-year Soviet Occupation, the resilient Georgian spirit was never broken. The U.S. is proud to partner with Georgia to continue supporting a nation that is sovereign and free.

დატოვე კომენტარი