დავით ქაცარავა: ამ მკვლელობის მიზანი ჩვენი ერის დაჩმორება იყო და, სამწუხაროდ, ღირსეული პასუხი ვერ გავეცით

ლაშა ბერულავა 2018-02-27 23:46:32 ნახვები 8841

"ამ მკვლელობის მიზანი ჩვენი, როგორც ერის დაჩმორება იყო და სამწუხაროდ, თითოეულმა ჩვენგანმა თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვერ შევძელით ღირსეული პასუხი გაგვეცა, ისევე, როგორც ვერ შევძელით ეს ოთხოზორიას, ბაშარულის და სხვა უამრავი შემთხვევის დროს, რომელზეც საზოგადოებამ ძალიან ცოტა ან არაფერი იცის", -

ეს განცხადება ანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ "არჩევანის" ეთერში გააკეთა. 

მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისგან აქვს მინიჭებული უფლება, განაცხადოს, რომ 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ტატუნაშვილის ცხედარი არ იქნება დაბრუნებული, ოჯახის წევრები ნატახტართან, რუსეთის მიმართულებით გზას გადაკეტავენ და რუსულნომრიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. 

დატოვე კომენტარი