პუტინმა 11 წლის წინანდელი ვიდეორგოლის ფრაგმენტი ახალი ბალისტიკური რაკეტის პრეზენტაციად გაასაღა

ლაშა ბერულავა 2018-03-02 11:51:37 ნახვები 4674

ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინის მიერ დემონსტრირებული ვიდეორგოლი, რომლითაც მან ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "სარმატის" ("Сармат") შესაძლებლობები წარმოადგინა, 11 წლის წინაა დამზადებული.

მონაცემებს ამის შესახებ და ძველი და ახალი კადრების იდენტურობის დამადასტურებელ მასალებს გამოცემა Newsader აქვეყნებს და წერს, რომ კადრები, რომელიც პუტინის პრეზენტაციის დროს იყო ნაჩვენები, მინიმუმ, 2007 წელს დამზადებული 3D ვიდეორგოლის კადრების იდენტურია.

გამოცემამ დაადგინა, რომ 2007 წელს გადაცემის "Ударная сила" 124-ე გამოშვებაში სწორედ ეს კადრები იყო ნაჩვენები და აღწერილი იყო სსრ კავშირისა და რუსეთის შეიარაღებაში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან არსებული ბალისტიკური რაკეტა "ვოევოდა" ("Воевода"), კერძოდ კი, მისი მოდელი Р-36М/Р-36М2. გამოშვების თარიღი "ვიკიპედიაშიცაა" მითითებული. 

ამასთან, ვიდეოპორტალებზე გამოქვეყნებულია არაერთი მსგავსი ვიდეორგოლი, სადაც 3D კომპიუტერული გრაფიკით აღწერილია იმ საბრძოლო ბლოკების ფრენის ტრაექტორია, რომლებიც რაკეტის მთავარი ნაწილიდან გამოიყოფა და მიწისზედა სამიზნეებისკენ მიემართება. 

"Ударная сила" 124-ე გამოშვება, ქრონომეტრაჟი: 27:22

 

ვლადიმირ პუტინის პრეზენტაცია, ქრონომეტრაჟი: 1:22:00

დატოვე კომენტარი