ცხინვალის მე-4 საოკუპაციო ბაზის 140 სამხედრო მოსამსახურე იდენტიფიცირებულია

informnapalm.org 2018-03-03 00:01:53 ნახვები 4683

შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის მე-4 საოკუპაციო ბაზის 140 სამხედრო მოსამსახურე იდენტიფიცირებულია.

ქართულმა საინიციატივო ჯგუფმა ,,რუსეთს რა?!“ საერთაშორისო ვოლონტიორულ საზოგადოება InformNapalm-ს გადასცა მის მიერ შეგროვებული ინფორმაცია რფ-ს მე-4 საოკუპაციო ბაზის ოფიცრებისა და სერჟანტების თაობაზე.

სია მოიცავს 140 რუსი სამხედრო მოსამსახურის პერსონალურ ინფორმაციას (პირადი ფოტოები, სახელები და გვარები, საცხოვრებელი ადგილი, სამსახურებრივი მოვალეობა/თანამდებობა, წოდება, სოცქსელების ბმულები). ინფორმაცია გროვდებოდა წლების განმავლობაში OSINT და HUMINT საქმიანობის მეშვეობით, მათ შორის სოცქსელების გამოყენებით.

დასახელებული სიის სამხედროების უმრავლესობა წარმოადგენს საშუალო და დაბალი რგოლის ოფიცრებს, რომლებიც მსახურობენ ცხინვალის სამხედრო ბაზაზე. ზოგიერთი მათგანი სამსახურებრივად დაწინაურდა და გადაყვანილ იქნა სამხრეთ ოსეთის ოლქის სხვა სამხედრო ნაწილებსა და ოკუპირებულ ყირიმში.

სრულად რუსი სამხედრო მოსამსახურეების ზუსტი მონაცემები და ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

დატოვე კომენტარი