ყველაფერი ცხინვალში მდებარე მე-4 საოკუპაციო ბაზის შესახებ

informnapalm.org 2018-03-03 00:01:23 ნახვები 2504

რფ-ს მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა (ს/ნ 66431) მდებარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი), საქართველო. ს/ბაზის ჩამოყალიბება დაიწყო 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის 135-ე და 693-ე მოტომსროლელი პოლკებისაგან.

ს/ბაზის დანაყოფები დისლოცირებულია ქ. ცხინვალში, დაბა ჯავასა და სოფელ ყანჩავეთში. ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე სტაციონარული საგუშაგო და სადამკვირვებლო წერტილი.

სტრუქტურა, მმართველობა: სამი მოტომსროლელი ბატალიონი, მსროლელთა ასეული (სნაიპერები), სატანკო ბატალიონი, ორი საჰაუბიცო თვითმავალი-საარტილერიო დივიზიონი, რეაქტიული საარტილერიო დივიზიონი, ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო დივიზიონი, საზენიტო-სარაკეტო საარტილერიო დივიზიონი, დაზვერვის ბატალიონი, უპილოტო საფრენი აპარატების ასეული, საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონი, რქბთ-ს ასეული, მართვის ბატალიონი (კავშირგაბმულობის), რადიოელექტრონული ბრძოლის ასეული, მართვისა და საარტილერიო დაზვერვის ბატარეა (არტილერიის უფროსი), მართვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის ოცეული (საჰაერო თავდაცვის უფროსი), სარემონტო-აღდგენითი ბატალიონი, მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონი, საკომენდანტო ასეული, სამედიცინო ასეული, ინსტრუქტორთა ოცეული, ტრენაჟორების ოცეული, პოლიგონი, ორკესტრი.

შეიარაღება: 40 ერთეული Т-72БМ, 1 ერთ. Т-72БК ტაკი, 120 ერთ. БМП-2 ქსმ–ი, 36 ერთ. БТР-80 ჯავშანტრანსპორტიორი, 15 ერთ. МТ-ЛБ შეჯავშნული გამწე, 18 ერთ. БМ-21 “Град” ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი, 36 ერთ. 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცი 2С3М “Акация”, 18 ერთ. 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი 2С12 “Сани”, 12 ერთ. 100 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი МТ-12 “Рапира”, 12 ერთ. თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი 9П149 “Штурм-С”, 4 ერთ. БРДМ-2 შეჯავშნული სადაზვერვო მანქანა, 6 ერთ. საზნიტო თავდაცვის საბრძოლო მანქანა 9А34(35) “Стрела-10”, 6 ერთ. საზენიტო თვითმავალი დანადგარი 2С6М “Тунгуска”, 27 ერთ. გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “Игла”.

ბაზის შემადგენლობაში: საზენიტო-სარაკეტო დივიზიონი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ЗРК 9К37 “Бук-М1”, სამეთაურო პუნქტი КП 9С470M1, აღმოჩენის და მიზანჩვენების სადგური 9С18M1 “Купол-М1”, კავშირგაბმულობის ოცეული და სამი საზენიტო-სარაკეტო ბატარეა ორი თვითმავალი საცეცხლე დანადგარით 9А310M1 და ერთი გამშვებ-დამტენი დანადგარით 9А39, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების დანაყოფი.

მიკუთვნებული საშუალებები: რეაქტიული საარტილერიო ბატარეა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა РСЗО 9К58 “Смерч” (439-ე რეაქტიული ბრიგადა, ს / ნ 48315), 2 ერთ. საბრძოლო მანქანა 9А52 (9А52-2) და ერთი ერთ. სატრანსპორტო-დამტენი მანქანა 9Т234 (9Т234-2) რეაქტიული ბატარეა, ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსზე ОТРК 9К720 “Искандер-М” (1-ლი სარაკეტო ბრიგადა, ს / ნ 31853) 2 ერთ. თვითმავალი გამშვები დანადგარი СПУ 9П78-1 და ორი ერთ. სატრანსპორტო-დამტენი მანქანა ТЗМ 9Т250.

დატოვე კომენტარი