150-ზე მეტი დაღუპული, უმრავლესობა - ბავშვი: მორიგი ქიმიური შეტევა სირიაში, რუსეთის მხარდაჭერით

ლაშა ბერულავა 2018-04-08 21:49:46 ნახვები 1776

150 ადამიანზე მეტი დაიღუპა და 1000-დე დაშავდა სირიის ქალაქ გუტაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული მორიგი ქიმიური შეტევის დროს. ქიმიური იარაღი ამჯერად ქალაქ გუტაში გამოიყენეს. 

რუსეთი არათუ შეტევაში მისი მონაწილეობის, არამედ საერთოდ, შეტევის ფაქტს უარყოფს და მას "ფაბრიკაციად" მოიხსენიებს. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეტევაში ასადის რეჟიმი, რუსეთი და ირანი დაადანაშაულა და "ტვიტერზე" დაწერა, რომ ამის გამო მათ ძვირი საფასურის გადახდა მოუწევთ. 

გავრცელდა კადრებიც, რომელიც გუტას ჰოსპიტალშია გადაღებული და სადაც ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგებია ასახული. 

გაფრთხილება საიტის რედაქციის მხრიდან: კადრები +16.

 

დატოვე კომენტარი