პომპეო: აშშ იარაღს მიაწვდის რუსულ ექსპანსიასთან მებრძოლ მამაც ადამიანებს საქართველოსა და უკრაინაში

ლაშა ბერულავა 2018-04-13 13:30:53 ნახვები 17361

„აშშ იარაღს მიაწვდის რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლ მამაც მამაკაცებს და ქალებს საქართველოსა და უკრაინაში“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს გამოსვლის ტექსტში, რომელიც სააგენტო Associated Press​-მა გაავრცელა. მაიკ პომპეო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ექსდირექტორი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატია. 

“რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, რაშიც მას ხელი შეუწყო წლების განმავლობაში ჩვენმა რბილმა პოლიტიკამ. ეს ახლა დასრულებულია. იმ ქმედებათა სია, რომელიც ჩვენს ადმინისტრაციას გააჩნია, მიმართულია იქითკენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მის ქმედებებზე ფასი გაიზარდოს და ეს სია საკმაოდ გრძელია,” – განაცხადა პომპეომ თავის წერილობით ჩვენებაში, რომელიც აშშ-ს კონგრესს გადაუგზავნა.

“ეს სია ძალიან გრძელია და მე იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება იქ დამატებებიც შევიტანო. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები ცხადყოფს, რომ ჩვენმა უსაფრთხოების კონცეფციამ ტყუილად არ დაასახელა რუსეთი ჩვენს მთავარ საფრთხედ,” – წერია პომპეოს ტექსტში.

დატოვე კომენტარი