ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ოკუპანტებმა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები დააკავეს

ლაშა ბერულავა 2017-09-19 10:15:46 ნახვები 640

შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯთან ახლოს რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევით უცხოელი ტურისტები: აშშ-ის მოქალაქე ქალი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაცია თვითმხილველებმა მოძრაობას “ძალა ერთობაშია” მიაწოდეს. თვითმხილველთა თქმით, ტურისტები ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა და ცხინვალის რეჟიმის ე.წ.-მა მესაზღვრეებმა აიყვანეს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალში გადაიყვანეს, დღეს კი ახალგორის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მათ ჯარიმა დააკისრა და “რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ” გამოაძევა.

დატოვე კომენტარი