ცოტნე გამსახურდია კოდაში: ჩამოდით და ერთად დავიცვათ ეს ქვეყანა

ლაშა ბერულავა 2018-07-10 19:24:56 ნახვები 5081

ქარელის რაიონის სოფელ კოდაში, "ძალა ერთობაშიას" სადღეღამისო ბანაკს ცოტნე გამსახურდია ესტუმრა. მან მოხალისეებს საჭირო ნივთები და პროდუქტები ჩაუტანა და მათთან ერთად საოკუპაციო ზოლზეც გავიდა. 

ცოტნე გამსახურდიას თქმით, სამოქალაქო აქტივიზმი, ადგილობრივი თუ სხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობის მობილიზაცია კოდაში და საოკუპაციო ზოლზე განთავსებულ სხვა სოფლებში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ყოფილა პრეცენდენტი, როცა რუსმა ოკუპანტებმა სწორედ მოქალაქეთა პროტესტის შემდეგ დაიხიეს უკან. 

"მინდა მივმართო ჟურნალისტებს, მსახიობებს, საზოგადოების ცნობილ სახეებს: ჩამობრძანდით, ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ხელისუფლების იმედად ჩვენ ვერ ვიქნებით, ეს ქვეყანა მათი არ არის, ჩვენია და ჩვენვე უნდა მოვუაროთ". 

დატოვე კომენტარი