ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემების მიხედვით, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებიდან არის გამოთხოვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თბილისმა კონტროლი დაკარგა 135 დასახლებულ პუნქტზე, რომელთა უმრავლესობა შერეული, ქართულ-ოსური დასახლებებია.
რაც შეეხება ქართულ სოფლებს, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი დამატებით 103 ქართულ სოფელს აკონტროლებს.
ომის შემდეგ მავთულხლართების, საინფორმაციო-მაჩვენებელი დაფებისა და უბრალოდ, მიწაში ჩარჭობილი ბოძების მეშვეობით, რომლებსაც რუსი ოკუპანტები "სახელმწიფო საზღვარს" უწოდებენ, მათ მიითვისეს ქვემოთჩამოთვლილი ფართობის ტერიტორია სოფლებში:
2011 წელი - ხურვალეთი და ქვემო ნიქოზი - 4 კმ
2012 წელი - მეჯვრისხევი - 800 მეტრი
2013 წელი - მერეთა და ქსუისი 4 კმ
თამარაშენი და ატოცი 6-8 კმ
დიცი - 1.5 კმ
ავლევი და ცერინისი - 3 კმ
ბერშუეთი - 1.3 კმ
დირბი და ჯარიაშენი - 900 მეტრი
დვანი - 3 კმ
ქვემო ხვითი და ზემო ნიქოზი - 12 კმ
დიციდან ერგნეთამდე - 5 კმ
ღოღეთი - 600 მეტრი
კოდა და წნელისი - 2 კმ
საკორინთლო, თვაურები და ახმაჯი - 1.5 კმ
2014 წელი - ქერე და ოტრევი 500 მეტრი
2015 წელი - ქვეყნის მთავარი მაგისტრალიდან 350 მეტრში დადგეს საოკუპაციო ბანერი, რისი საშუალებითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილიც მოექცა.
2016 წელი - სოფელ ავლევის სახნავ-სათეს მიწებზე 2 საოკუპაციო ბანერი
2017 წელი - წითელუბანი და ხურვალეთი - 3 ბანერი
ყარაფალა - 2 ბანერი
ბერშუეთი - 5 ბანერი (საზღვარმა 700 მეტრით გადმოიწია და 10 ჰა მიწა რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა)
ოკუპანტებმა დაიწყეს ორჭოსნის საოკუპაციო ბაზის დაკავშირება წინაგარის ბაზასთან, ამისთვის ყარაფილას გავლით, ავტობანის პარალელურად, გაიყვანეს გზა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკას გადაისვრიან.
2018 წელი - ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენში გზის გაყვანა დაიწყეს.