19 ოქტომბერს თბილისში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დიდი ფორუმი იგეგმება

gmtv.ge 2018-10-17 10:48:23 ნახვები 634

თბილისში „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ ფორუმი დაანონსდა. ფორუმის გახსნა 19 ოქტომბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სასტუმრო "ძველ თბილისში" იგეგმება. ფორუმის მონაწილედ უკვე 90 პირია რეგისტრირებული. ინფორმაციას gmtv.ge აქვეყნებს.

"ევრაზიული ეკონომიკური კავშირი" ევრაზიული კავშირის დანამატაი ორგანიზაციაა. ევრაზიული კავშირი რუსეთის დომინანტობით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის საპირწონედ მოიაზრება და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნებია გაერთიანებული. საქართველო არც ევრაზიული კავშირის, არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის. 

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები არიან რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. 

ფორუმის ჩაშლაზე და მისი ჩატარების წინააღმდეგ გამოსვლაზე უკვე მსჯელობენ სამოქალაქო აქტივისტები: 

"ამ კავშირს აქვს გაფართოების პრეტენზია და დიდი ალბათობით, არაწევრ ქვეყანაში ამხელა ფორუმის ჩატარება ნიშნავს, რომ ჩვენ გვიმიზნებენ - ან ხელისუფლების ფარული თანხმობით, ან მის გარეშე.

ვფიქრობ, ეს ფორუმიც დასაფრენია, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივობამ ფაქტობრივად ჩაშალა ერთი მედიაფორუმი და დაიფრინა გორჩაკოვის ფორუმი", - წერს ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" კოორდინატორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა. 

დატოვე კომენტარი