სალომე ზურაბიშვილი: კასპში ვართ და ახლოს ვართ საზღვართან

ლაშა ბერულავა 2018-10-17 11:43:59 ნახვები 17755

კასპში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, "ქართული ოცნებისგან" მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არასწორ კონტექსტში ახსენა სიტყვა "საზღვარი". 

„რადგან კასპში ვართ და ძალიან ახლოს საზღვართან, პრაქტიკულად, ლამისყანიდან უკვე ჩანს რუსი ჯარისკაცებიც და დროშაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე. დარბაზში მყოფებს, რომელთა უმრავლესობას საჯარო მოხელეები და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული მოქალაქეები შეადგენდნენ, ეს წამოცდენა არ გაუპროტესტებიათ. 

შეგახსენებთ, კასპიდან ლარსის გამშვებ პუნქტამდე, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი გადის, 89 კილომეტრია, ხოლო კასპიდან როკის გვირაბამდე, სადაც ასევე სახელმწიფო საზღვარია - 79 კილომეტრი. 

 

დატოვე კომენტარი