ღვინის ბოთლის ეტიკეტი - ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია

ლუკა ლუკავა 2018-10-19 22:38:51 ნახვები 78

ნიკა და ანუკი - ახალგაზრდების ამ წყვილმა ერთად მოიფიქრა და დაგეგმა, როგორ გააგებინონ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ის, რომ მათი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 

ამისთვის ნიკამ ღვინის წარმოებას მიჰყო ხელი, ხოლო საოკუპაციო ზოლზე დაკრეფილი ყურძნისგან დამზადებულ ღვინის ბოთლებს მის მეგობარ ანუკისთან ერთად ეტიკეტები დააკრა.

ნიკა მარკოზაშვილის ფესვები სოფელ დიციდანაა. დიცი საოკუპაციო ზოლზე, შიდა ქართლში მდებარეობს და ნიკამ იქ ვაზი გააშენა, ყურძნის მოსავალს იღებს და ღვინოს წურავს. 

ამ ეტიკეტით ქართულმა ღვინომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკვე მოიარა და მის ჩატანა კიდევ ბევრ ქვეყანაში იგეგმება. 

დატოვე კომენტარი