ლაშა ბაქრაძე: ჩამოვწეროთ, რას აკეთებს რუსეთი საქართველოში და საზღვარზე რუს ტურისტებს დავურიგოთ

ძალა ერთობაშია 2018-10-20 17:36:58 ნახვები 10756

ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე მომხრეა, რომ საქართველოში შემომსვლელ რუს ტურისტებს საინფორმაციო ფურცელი ჩაუდონ პასპორტებში, სადაც საქართველოს მიმართ რუსული აგრესია იქნება ასახული. 

ლაშა ბაქრაძე "ფეისბუქზე" წერს, რომ ეს "ხელისუფლების საქმეა, ხალხი კი იმისთვისაა, რომ ხელისუფლებას ის გააკეთებინოს, რაც ხალხს უნდა".

"მრავალგზის ნათქვამს გავიმეორებ: ყველა რუს ტურისტს საზღვარზე უნდა მივცეთ საინფორმაციო ფურცელი - თუ რას აკეთებს რუსეთი რეალურად საქართველოში, როგორ არის საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული და ა.შ.
- ეს არის მინიმუმი რაც შეიძლება ქვეყანამ გააკეთოს საინფორმაციო ომში თავხედი და მოძალადე ჩრდილოელი მეზობლის პროპაგანდის წინააღმდეგ, შანსი, რომ ერთი-ორმა რუსმა მაინც შეძლოს და ოდნავ რეალისტური სურათი დაინახოს საკუთარი ქვეყნის აგრესიული პოლიტიკის..." - წერს ლაშა ბაქრაძე. 

დატოვე კომენტარი