რუსული Искандер-ების გამო, აშშ ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს დააბრუნებს

ლაშა ბერულავა 2018-10-20 20:43:27 ნახვები 3798

გაზეთ The New York Times (NYT) ცნობით, შესაძლოა, აშშ-მა რუსეთი საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ 1987 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გასვლის შესახებ დააუწყოს, ამის მიზეზი კი რუსული "ისკანდერები" იქნება. 

გაზეთი წერს, რომ ეს ამბავი მოსკოვში, შესაძლოა, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ჩაიტანოს და ვლადიმირ პუტინი პირადად დააუწყოს. 

ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში 21 ოქტომბერსაა დაგეგმილი, რის შემდეგაც პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ჩასვლას გეგმავს. 

შეგახსენებთ, საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და სსრკ-ს ცკ-ის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა 1987 წლის 8 დეკემბერს, ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. 

ხელშეკრულების თანახმად, ორივე მხარემ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ამ ტიპის რაკეტებს მომავალში არცერთი ქვეყანა არ შექმნიდა და შეიარაღებაში არ ჩაუშვებდა. 

აშშ-ის გადაწყვეტილება, გაზეთის ცნობით, იმითაა განპირობებული, რომ მოსკოვმა თავად დაარღვია 1987 წლის შეთანხმება, როცა რაკეტა 9M729 - სარაკეტო კომპლექს "ისკანდერისთვის" კალინინგრადში განათავსა. 

შეგახსენებთ, რომ "ისკანდერით" 2008 წელს, ოჩამჩირის პორტიდან რუსულმა სამხედრო საზღვაო ფლოტმა ფოთის პორტი დაბომბა. 

 

 

დატოვე კომენტარი