გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება შინდისის გმირებს მიუძღვნა

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2018-10-22 09:49:43 ნახვები 2399

მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მოგების შემდეგ, პირველივე კომენტარში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" განაცხადა, რომ გამარჯვებას შინდისის გმირებს უძღვნის.

“ეს ჩემთვის ძალიან ამაღლებული გრძნობაა და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველისთვის. მინდა, ჩემს გულშემატკივრებს, ქართველებს ვუთხრა: ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის ჩემ სამშობლოს, ჩემ საქართველოსა და ჩვენ ქართველ გმირებს.

ამ გამარჯვებას შინდისის გმირებს ვუძღვნი, იმ მეომრებს, რომლებმაც ჩვენს სამშობლოს თავი შესწირეს. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს სამშობლოს, რომ მე ვარ ქართველი და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ქვეყნის გამარჯვებისთვის”, – უთხრა გენო პეტრიაშვილმა პირველ არხს.

 

დატოვე კომენტარი