საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ხურვალეთის მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკით ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს აფართოებს

ლაშა ბერულავა 2017-09-19 10:29:03 ნახვები 416

საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ხურვალეთის მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკით ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს აფართოებს. უკვე არსებულ ხნულებზე, სამუშაოებს ორი ტრაქტორი ასრულებს.

ინფორმაცია თავდაპირველად ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” აქტივისტებმა გაავრცელეს, რომლებიც ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პატრულირებენ.

სავარაუდოდ სამუშაოები საოკუპაციო რეჟიმი 10 სექტემბრის ხანძრის გამო აწარმოებს.

დატოვე კომენტარი