მსოფლიო პატრიარქი: თბილისიდან საჯაროდ განვაცხადებ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია

ძალა ერთობაშია 2018-10-23 00:15:07 ნახვები 15314

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი "ფეისბუქზე" იხსენებს კონსტანტინოპოლისა და ახლისა რომისა მთავარეპისკოპოსის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს პოზიციას საქართველოს ეკლესის იურისდიქციის შესახებ:

როდესაც ვუთხარი მის ყოვლადუწმიდესობას, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი თქვენ გიხსენიებენ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ნაცვლად, თავის მაკურთხევლად და რომ თითქოს მათ აქვთ კონსტანტინოპოლიდან წახალისება, მან მიპასუხა:

"ჩამოვალ საქართველოში, თუ ეს პატრიარქის სურვილი იქნება და თბილისიდან საჯაროდ განვაცხადებ, რომ აფხაზეთის თვითმარქვია "ავტოკეფალისტებს" მსოფლიო საპატრიარქოდან არ აქვთ მხარდაჭერა. განვაცხადებ, რომ აფხაზეთის ერთადერთი ეპისკოპოსი და პატრიარქი არის უნეტარესი და უწმიდესი ილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი და რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი არის ოკუპირებული. გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ უკანონოდ მოქმედებენ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები ".

ვფიქრობ, საკმარისია ის, რაც საცნაური გავხადე თქვენთვის, რომ საშუალება გქონდეთ გამოიტანოთ დასკვნა, თუ რის მცდელობებს აქვს ადგილი. ვინ არის დღეს მტრობით და ვინ მოყვრობით. და ისინი, ვინც ამბობენ, რომ უწმიდესი პატრიარქი კირილი არის ჩვენი მამა და ბატონი, რადგან გვეხმარებოდა საქართველოს აგრესიისგან თავის დაცვაში და გვერდში გვედგაო, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსკოვის საპატრიარქომაც განაცხადოს საჯაროდ, თუ რამდენად შესაბამება აფხაზი სასულიერო წრის განცხადება სიმართლეს?!

მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოსკოვის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს: "თუ მსოფლიო საპატრიარქო რაიმე ფორმით შევა აფხაზეთში, მაშინ ჩვენც შევალთო"-ო. და ვინ თქვა, რომ შესულები არ არიან. ცხადია, სახეზეა მათი მომავლის ზრახვების "გამართლება" და საბაბის ძიება", - წერს "ფეისბუქზე" მთავარეპისკოპოსი ზენონი. 

 

დატოვე კომენტარი