ორი რუსული Су-34 ერთმანეთს შეეჯახა

ლაშა ბერულავა 2019-01-18 13:04:14 ნახვები 1576

ხაბაროვსკის მხარეში ორი რუსული Су-34 ერთმანეთს შეეჯახა, ეკიპაჟთა წევრების მდგომარეობაზე ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კატასტროფის ადგილას მაშველები მუშაობენ. 

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ერთი ბომბდამშენიდან პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, თუმცა, არ უპოვნიათ.

ტრაგედია სასწავლო გაფრენის დროს მოხდა. დამატებითი დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა. 

Су-34 ორადგილიანი გამანადგურებელ-ბომბდამშენია. მისი სრული სახელია "სუხოი სუ-34", ის სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროშია შექმნილი. მისი სერიული წარმოება 2006 წლის აპრილში დაიწყო. 

დატოვე კომენტარი