წებელდასთან რუსული БТР ხევში გადავარდა, ორი ოკუპანტი დაიღუპა

ლაშა ბერულავა 2019-01-19 18:55:06 ნახვები 684

ოკუპირებულ ზემო აფხაზეთში, წებელდასთან, რუსული ჯავანტრანსპორტიორი ხევში გადავარდა. მაშველებმა ტრაგედიის ადგილთან ახლოს ორი ცხედარი იპოვეს, ერთ ოკუპანტს ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა 18 იანვარს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა, ინტერნეტფორუმებზე წერენ, რომ სავარაუდოდ, ბორტმექანიკოსმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ამის მიზეზი ალკოჰოლიც იყოს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსი ოკუპანტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იღუპებიან: 2015 წელს წებელდასთან უფსკრულში ოკუპანტებით სავსე სამხედრო სატვირთო მანქანა გადავარდა და რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 2016 წელს უკვე ახალგორთან ახლოს რუსი ოკუპანტებით სავსე ავტობუსი ასევე უფსკრულში გადავარდა, რა დროსაც ექვსი ოკუპანტი დაიღუპა და 16 დაშავდა. 

დატოვე კომენტარი