ვენესუელაში ოპოზიცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის მომხრეა

ლაშა ბერულავა 2019-01-24 20:49:42 ნახვები 1959

ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ჰერმან დიასი, ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ამბობდა, რიომ მადუროს რეჟიმის შეცვლის შემდეგ ვენესუელამ უკან უნდა გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. 

რუსეთის პირველი საზოგადოებრივი არხი, რომელიც ცნობილია, როგორც ხელისუფლების პოზიციის გამხმოვანებელი მედიასაშუალება, ვენესუალაში მიმდინარე მოვლენებში აშშ-ის კვალს ხედავს და ანალიტიკურ სიუჟეტებში მიანიშნებს, რომ ვენესუელაში არა სახალხო აჯანყება, არამნედ სახელმწიფო გადატრიალება მიმდინარეობს. 

საზოგადოებრივმა არხმა სწორედ ჰერმან დიასთან გასული წლის მარტში ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ ახალ ხელისუფლებას წინამორბედი უკტრამემარცხენე ხელისუფლების დატოვებული უამრავი კანონისა და გადაწყვეტილების შეცვლა მოწევს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებად დაასახელა დიასმა საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება უგო ჩავესის რეჟიმის მიერ. 

შეგახსენებთ, ვენესუელის პრეზიდენტად აშშ-მა გადაყენებული პარლამენტის თავმჯდომარე აღიარა, რომელმაც ასეულ ათასობით დემონსტრანტის წინაშე თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.

მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელაში მიმდინარეობს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალება და ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით უპასუხა.

საქართველომ, აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიდან ერთერთმა პირველმა ასევე აღიარა გუაიდო პრეზიდენტად. შესაბამისი ტექსტი "ტვიტერზე" დავით ზალკანიანმა დაწერა. კომენტარებში ვენესუელელები საქართველოს მადლობას უხდიან მხარდაჭერისთვის.  

დატოვე კომენტარი