ენგურსგამოღმა დარჩენილები გაღმა მდებარე სახლიდან მიცვალებულის გამოსვენებას ელოდებიან

დეოკუპეიშენ.ჯი, ათინათი 2019-04-09 19:27:30 ნახვები 1040

ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ორსანტიაში, ენგურის პირას შეკრებილი ნათესავები გაღმა მხარეს მდებარე ოკუპირებულ სოფელ ოტობაიადან მიცვალებულის გამოსვენებას ელოდებიან. 

ნათესავებმა ენგურის ნაპირზე იმ ადგილას მოიკალათეს, საიდანაც კარგად ჩანს სახლი, სადაც მიცვალებული ასვენია. იქვე, სახელდახელოდ გაკეთებულ ხის მოსაცდელზე რამდენიმე ჭიქა ღვინო და პურია დადებული. ფოტოებსა და ინფორმაციას რადიო "ათინათი" ავრცელებს. 

მიცვალებულის ასე გაცილება ენგურს გამოღმა დარჩენილმა ნათესავებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიცვალებულის სახლამდე საშვის გარეშე გატარებაზე რუსმა ოკუპანტებმა ნათესავებს უარი უთხრეს და ცხედართან დამშვიდობების საშუალება არ მისცეს. 

"გლეხმა ხალხმა რა ვქნათ? არ უნდა დავიტიროთ ? სადაა ის ლტოლვილთა მინისტრი? რომ გამოდის ქალბატონი - აქ არ უნდა იყოს ? აქედან ვუყურებ ჩემი სისხლის და ხორცის დასაფლავებას", - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავმა, რომელიც ქუთაისიდან ჩამოვიდა.

დატოვე კომენტარი