დე ფაქტო სოხუმი საქართველოს მოქალაქეებს მემკვიდრეობის უფლებას ართმევს

ლაშა ბერულავა 2019-04-10 15:27:58 ნახვები 3879

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს მოაქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის უფლებებს უზღუდავს.

ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში შედის, ინიციატორი კი ე.წ. პარლამენტის წევრი რაულ ლოლუაა.მისი თქმით, ომის ვეტერანებს გაუჩნდათ შეკითხვა, რატომ იფორმებენ ქონებას საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში "სამამულო ომის" დაწყებამდე ცხოვრობდნენ, შემდეგ კი წავიდნენ.

ამჟამად მოქმედი "მემკვიდრეობის უფლების" ჩანაწერის მიხედვით, "პირები, რომლებიც იბრძოდნენ (იბრძვიან) აფხაზეთის დამოუკიდებლობნისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ ბრძოლებში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ან სხვა სახით უჭერდნენ მხარს საოკუპაციო ძალებს, მემკვიდრეობის უფლება შეუჩერდებათ".

ლულუას რედაქტირებულ ვარიანტში მითითებულია, რომ მემკვიდრეობის უფლება უნდა ჩამოერთვათ არამარტო ბრძოლებში მონაწილე პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც:

"ამჟამად ამ მოქალაქეებმა უკვე სცადეს მემკვიდრეობის მიღება მშობლების გარდაცვალების შემდეგ. იმყოფებიან რა საზღვარგარეთ, ოჯახის წევრები აფორმებენ მემკვიდრეობას და მოდიან აქ საცხოვრებლად აბარებენ დოკუმენტებს ნოტარიალურად. მართალია, ასეთი შემთხვევები მასობრივი ჯერ არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ლოლუამ.

დატოვე კომენტარი