კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია - აშშ-ის სახდეპარტამენტი

მარიამ ბუაძე 2020-05-29 11:47:24 ნახვები 1389

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი "ტვიტერზე" განცხადებას აქვეყნებს, სადაც გმობს რუსეთის მეთაურობით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაწყებულ ბორდერიზაციის პროცესს და მოითხოვს, რუსეთმა დაასრულოს საქართველოს 20%-ის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები. 

 

„აშშ გმობს მიმდინარე „ბორდერიზაციას“, რომელიც რუსეთის მეთაურობით ხორციელდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები და საშუალება მისცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მისიებს, რათა შეუზღუდავად გადაადგილდნენ“ - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი. 

დატოვე კომენტარი