სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ის საქართველოს ოკუპირებული ნაწილია - აშშ-ის ელჩი ეუთოში

ლაშა ბერულავა 2020-05-29 12:00:40 ნახვები 1937

"გაკეთდა კომენტარი თითქოსდა სამხრეთ ოსეთის საზღვართან მისვლაზე. არანაირი საზღვარი სამხრეთ ოსეთთან არ არსებობს, ეს ტერიტორია საქართველოს ნაწილია", - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, 28 მაისს გააკეთა. 

 

“არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერირორია, ის საქართველოს ოკუპირებული ნაწილია. ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის", - თქვა გილმორმა სხდომაზე. 

 

გილმორმა ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ლუგარის ლაბორატორიის თემას რუსეთი დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს და დაადასტურა, რომ ლუგარის ლაბორატორია ნამდვილად ქართული ინსტიტუციაა. 

 

შეგახსენებთ, ბორდერიზაციასთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები გააკეთეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და აშშ-ის სახელმწიფო დეპატრამენტმა, ხოლო ლუგარის ლაბორატორიაში რუსული მისიის დაშვებასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ რუსეთის მთავარ სანიტარს ურჩია, რომ "ველიკოდერჟავულ" ჩვევებს შეშვებოდა და შეგუებოდა, რომ რუსეთის მისიას ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი მხოლოდ საერთაშორისო მისიის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად შეეძლებოდა. 

 

 

დატოვე კომენტარი