დოქტორი მაკარევიჩი: საქართველომ ორივე ადმინისტრაციულ საზღვართან უნდა გაამაგროს ინფრასტრუქტურა

ლაშა ბერულავა 2017-09-26 14:25:24 ნახვები 397

რა საშუალებებზე მიუწვდება ხელი საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ უპასუხოს რუსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრების თვითნებურ გადმოწევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) მიმართულებით?

რა იქნება ყველაზე შესაფერისი და ეფექტიანი რეაქცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან? “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ დასმულ შეკითხვებს საერთაშორისო ექსპერტები პასუხობენ.

დოქტორი ანდრეი მაკარიჩევი, ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი:

საქართველომ ორივე ადმინისტრაციულ საზღვართან უნდა გაამაგროს ინფრასტრუქტურა, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს მომავალში დემარკაციის გაგრძელება.

ადმინისტრაციული საზღვრების გაძლიერებული დაცვის შემთხვევაში, რუსეთს საზღვრებით მანიპულირების ნაკლები შანსი ექნება. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს (ევროკავშირი, ეუთო და ევროპის საბჭო), რათა გაძლიერდეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებთან განვითარებული მოვლენების მონიტორინგი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, რომლებსაც შეუძლიათ საჯაროდ გამოააშკარაონ და, რაც შეიძლება, ხილული გახადონ ყველა უკანონო შემთხვევევა.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან საუკეთესო სტრატეგია რუსეთის „ბორდერიზაციის“ პრაქტიკის გამჭვირვალობის და გამოაშკარავებისთვის ხელის შეწყობა იქნებოდა, რაც, თავის მხრივ, ნატოსთან უშიშროების კუთხით უფრო ახლო ურთიერთობის საჭიროების არგუმენტადაც შეიძლება იყოს გამოყენებული.

დატოვე კომენტარი