იცნობდე მტრებს: 2008 წლის ომის გამოძახილი და ფსკოველი მედესანტის მონანიება - ირაკლი კომახიძის მიხედვით, InformNapalm, არქივი

ლაშა ბერულავა 2017-09-27 14:32:48 ნახვები 540

საერთაშორისო ვოლონტიორთა ჯგუფმა InformNapalm-მა მოამზადა ახალი OSINT-გამოძიებაგეოგრაფიის ოდნავ გაფართოვებით, მაგრამ ფიგურანტთა – რუს სამხედრო დამნაშავეთა შეუცვლელად. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია რუს მედესანტეთა ჯგუფი საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის 104-ე პოლკიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, ახლა კი ისინი კრემლის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში გაჩაღებული გამოუცხადებელი ომის მონაწილეები არიან

InformNapalm-ს მიმართა ანონიმურად დარჩენის მოსურნე პირმა, რომელმაც ვოლონტერებს უამბო: „2008 წელს ვმსახურობდი რფ შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების 104-ე პოლკში, ვარ „მშვიდობისადმი იძულების ოპერაციის“ ვეტერანი.“ წლების შემდეგ და დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით ბევრი რამ გავაცნობიერა. ის, რასაც დღეს აკეთებს რუსეთი უკრაინის მიმართ, ჩემთვის მიუღებელია, მითუმეტეს, რომ ჩემს ძარღვებში ჩქეფს უკრაინული სისხლი…”.

მონანიების წერილის ბოლოს წყარომ დაგვიტოვა სიციალურ ქსელ „ვკონტაქტე“-ში თავისი ყოფილი თანამებრძოლების პროფილების გვერდების ბმულები და ხაზი გაუსვა, რომ ძიება უნდა მოხდეს მათ შორის.

რუს მედესანტეთა გვერდების ჩატარებული დაზვერვის შედეგად შეგროვებულია შემდეგი ინფორმაცია:

ანტონ ისაევი – რფ შეიარაღებული ძალების კადრის სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ მსახურობს საჰაერო-სადესანტო ჯარების 76-ე დივიზიაში. საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში, რფ-ის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული გამოუცხადებელი ომის მონაწილე.წარმოშობით კარელიის ქალაქ ოლონეციდან. საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვოთ ქ. პეტროზავოდსკი.

მიუხედავად იმისა, რომ ა. ისაევის ალბომში არ არის ფოტოსურათები, რომლებიც მიუთითებდა, რომ იგი არის 2008 წლის ინტერვენციის მონაწილე, ვიდეოპორტალ youtube-ზე აღმოაჩინეს სიუჟეტი, რომელშიც რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დ. მედვედევი აჯილდოვებს ორდენებითა და მედლებით 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის მედესანტეებს „მშვიდობისადმი იძულების“ ოპერაციის შედეგების მიხედვით, რომელთა შორის ფიგურირებს ისაევიც „მამაცობის ორდენით“ დაჯილდოვებისას.

 

გარდა ამისა, ისაევის ვიდეოალბომში აღმოჩენილია ზემოხსენებული ვიდეორგოლი ქ. გორში ვანდალიზმის ფაქტის ასახვით, რომელზეც ის დათაგულია როგორც თანამონაწილე თავისივე თანამოსამსახურის პეტრე პეტროვის მიერ.

თავად ა. ისაევის ფოტოალბომში კი აღმოჩენილია სლაიდი უკრაინიდან, სადგურ ილოვაისკის კედლის ფონზე, აგრეთვე სხვა ფოტოსურათები დონბასიდან და ტერორიზმში საბრძოლო მეგობრებთან ერთად.

დიმიტრი ვიაჩესლავის ძე დოროფეევი– სავარაუდოდ რფ შეიარაღებული ძალების კადრის სამხედრო მოსამსახურე. საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში.

რფ-ის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული გამოუცხადებელი ომის მონაწილე. დაბადების თარიღი – 1980 წლის 10 ნოემბერი, ქალაქ კოვროვში. დ. დოროფეევის ალბომში ბევრი ფოტოა რომლებიც მიუთითებს მის მონაწილეობაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ინტერვენციაში 2008 წელს იმავე ტაქტიკური ქვედანაყოფის – საჰაერო-სადესანტო ჯარების104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის შემადგენლობაში.

გარდა ამისა, დოროფეევის ფოტოალბომში აღმოჩენილია სურათების მთელი კოლექცია მისი „დონბასში მივლინებიდან“ 2014-2015 წწ., მათ შორის ქსმ „სომალი“-სთან და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა სმ-21 “ზა დებალცევო”-სთან.

 

სტეპან კრავჩენკო  საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში, ცხოვრობს მოსკოვში.

დაჯილდოებულია მედლით «მხედრული მამაცობისათვის», აგრეთვე სიგელებით რფ პრეზიდენტის დ. მედვედევისა და პოლკის მეთაურის გ. ანაშკინის სახელით.

კრავჩენკოს ალბომში ბევრია საქართველოში აგვისტოში შემოჭრის ფოტოსურათი ცინიკური კომენტარებით, რომლებიც მან გააზიარა თავისი თანამოსამსახურისა და იმავე მოვლენების მონაწილის ალექსანდრ კრენისაგან.

 

 

ალექსანდრ კრენი– საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ცხოვრობს სანქტ-პეტერბურგში.

მისი თანამოსამსახურის ს. კრავჩენკოსაგან განსხვავებით, მოკრძალებულ ა. კრენს 2008 წლის ომის არც ისე ბევრი ფოტოსურათი აქვს.

 

 

 

ალექსანდრე ფილიმონოვი – საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში.

დაბადების თარიღი – 1987 წლის ივნისი, ცხოვრობს ქ. პერმში. ფილიმონოვის ალბომში არცთუ ცოტაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის სურათები კომენტარებით, მათ შორის გორიდანაც.

ფსკოვის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის სხვა ოკუპანტ სამხედრო მოსამსახურეთა სრული მონაცემები და ფოტოები იხილეთ InformNapalm-ზე. 

დატოვე კომენტარი