გახსოვდეს შენი ისტორია – ადგილი ვაკის პარკში, სადაც 1923 წლის 20 მაისს ოკუპანტებმა პატრიოტები დახვრიტეს

ლაშა ბერულავა 2017-10-04 14:39:01 ნახვები 462

ეს ვაკის პარკის ერთი მონაკვეთია. საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანქსიის შემდეგ „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დასახმარებლად შექმნილი „სამხედრო კომიტეტის“ წევრები, სულ 15 პირი, გენერლები და ოფიცრები, ოკუპანტებმა მთელი შემადგენლობით დააპატიმრეს.

1923 წლის 20 მაისს, ისინი ყოველგვარი გამოძიება-გასამართლების გარეშე დახვრიტეს.

დახვრეტილთა შორის იყვნენ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კოტე აფხაზი და სხვები

დახვრეტილთა სრული სია იხილეთ აქ

სწორედ აქ, რომელიც დღეს მივიწყებული ადგილია (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პატრიოტულ ორგანიზაციას, მათ შორის გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონსა და ჯგუფ „მილიტარისტებს“, ასევე ცალკეულ პატრიოტებს, რომლებიც ყოველი წლის 20 მაისს მიაგებენ პატივს დახვრეტილთა ხსოვნას), აღსრულდა დახვრეტის განაჩენი.

 

დატოვე კომენტარი