ბოლო ორი კვირის განმავლობაში სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ლაშა ბერულავა 2017-10-06 15:15:31 ნახვები 790

სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ბოლო ათი დღის განმავლობაში უკვე მეოთხე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მიღებული ჭრილობების შედეგად მოსკოვში რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის საზღვაო ქვეითების 61-ე ბრიგადის სარდალი, პოლკოვნიკი ვალერი ფედიანინი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, მანამდე სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-5 არმიის მეთაური, ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე და დონბასში დისლოცირებული რუსეთის პირველი არმიული კორპუსის ხელმძღვანელი, 2002 წელს კოდორის ხეობაში გადმოსხმული დესანტის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვალერი ასაპოვი დაიღუპა.

ვალერი ასაპოვის ბიოგრაფიაში, რომელიც უკრაინული “მიროტვორეცის” ბაზაშია შეტანილი, აღნიშნულია, რომ ის 1992 წლის საომარი მოქმედებების დროს ცხინვალში რუსულ შენაერთს მეთაურობდა, ხოლო 2002 წლის 12-13 აპრილს ხელმძღვანელობდა კოდორის ხეობაში რუსული დესანტის გადმოსხმას.

უფრო ადრე კი, 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის კაპიტანი ყურბან ქასუმოვი მოკლეს.

დატოვე კომენტარი