აფხაზი ბოევიკი: “აფხაზურ გვარდიაში” 1992 წლის ომის დაწყების ზუსტი თარიღიც და დროც ვიცოდით

ლაშა ბერულავა 2017-10-07 15:27:32 ნახვები 695

ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ტირაჟით გამომავალი გაზეთი “რესპუბლიკა აბხაზია” აქვეყნებს ძველ ინტერვიუს რუსეთ-საქართველოს ომის 1992-92 წლის მონაკვეთში აფხაზეთში, ბატალიონ “კატრანის” ყოფილ ბოევიკთან ვალერი ზანთარაიასთან(აწ გარდაცვლილი, ე.წ. აფხაზეთის გმირის წოდებით), რომელიც ამბობს, რომ აფხაზების ნაწილი 1989 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ ომისთვის ემზადებოდნენ, ხოლო 1992 წლის ომის დაწყების თარიღი ზუსტად იცოდნენ. 

“1989 წლის მოვლენების შემდეგ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას ინიციატივით შინაგანი ჯარების ცალკეული პოლკი შეიქმნა და მას ხალხში აფხაზურ გვარდიას უწოდებდნენ. ერთერთი პირველები ამ პოლკში ტამიშელები ჩაეწერნენ და მათ შორის იყო დიმ ზანთარაიაც.

მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ომი დაიწყებოდა და მსხვერპლი იქნებოდა, ჩვენ მაინც გვიჭირდა. გვარდიაში კი ზუსტად იცოდნენ, რომ ომი იქნებოდა და ამისთვის ემზადებოდნენ კიდეც.

ომის დაწყების წინადღეს, 13 აგვისტოს, ჩვენთან, სოფელში ზანთარაიების საგვარეულო შეკრება ტარდებოდა – თურქეთში მცხოვრებ მოგვარეებს ვხვდებოდით. ღამის სამ საათზე ზაზა ზანთარაია მოვიდა და ამბობს: “თუ დილით ომი არ დაიწყო, მე ზაზა არ ვიქნები…”.

 

დატოვე კომენტარი