რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები მზად არიან, საპასუხო ვიზიტით თბილისში ჩავიდნენ, – ამის შესახებ ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრის დროს რუსეთის უმაღლესი დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
“ჩვენ მზად ვართ საპასუხო ვიზიტისთვის და ამას ვთავაზობთ კიდეც ჩვენს ქართველ მეგობრებს. ყველაფერი საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელმაც, შესაძლოა, არც შეგვიშვას ქვეყანაში”, – განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.
მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა “პატრიოტთა ალიანსიდან” რუს დეპუტატებს შესთავაზეს საქართველოში საერთაშორისო ფორუმის ჩატარება, ნატოსა და რუსეთთან საქართველოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ფორუმში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობაც იგეგმება, თუმცა, ტარიღი ჯერ არ დაკონკრეტებულა.
ფოტოზე: რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეთა ურთიერთობის კომიტეტის წევრი არტემ კავინოვი.