საჩუქარი პუტინს – სირიაში კიდევ ერთი ოკუპანტი გენერალი დაიღუპა

ლაშა ბერულავა 2017-10-07 15:34:05 ნახვები 1035

სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად კიდევ ერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი – გენერალ-მაიორი ალექსანდრე ვიაზნიკოვი დაიღუპა. ინფორმაციას ბლოგერი ელ მიურიდი ავრცელებს.

ალექსანდრე ვიაზნიკოვი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორია და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსულ სადამსჯელო შენაერთებს ხელმძღვანელობდა.

გენერალ-მაიორი ვიაზნიკოვი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო სამშვიდობო ოპერაციებში ოპერატიული რეაგირების დარგში. გენერალ-მაიორი შეტანილია უკრაინული “მიროტვორეცის” ბაზაში, როგორც უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი.

გენერლის დაღუპვა ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია რუსეთის თავდაცვის სამისნიტროს. გავრცელებული ინფორმაციით კი, გენერალი რუსულ “მი-8”-ში იჯდა, რომელიც სირიაში ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როცა სირიაში რუსი გენერალი დაიღუპა. დაახლოებით ორი კვირის წინ სირიაში მიმდინარე მოვლენებს შეიარაღებული ძალების მე-5 არმიის მეთაური, ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე და დონბასში დისლოცირებული რუსეთის პირველი არმიული კორპუსის ხელმძღვანელი, 2002 წელს კოდორის ხეობაში გადმოსხმული დესანტის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვალერი ასაპოვი შეეწირა.

 

დატოვე კომენტარი