სირიის პროვინცია ლატაკიაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი Су-24 ხმეიმიმის რუსული ბაზიდან აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა და დაიწვა, ეკიპაჟი კი დაიღუპა. ფოტოებს qasioun.net აქვეყნებს.
ინციდენტი ლატაკიაში, ხმეიმიმის ბაზიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელ შარაშირთან მოხდა – კატასტროფის მიზეზი უცნობია. ტრაგედია იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ბომბდამშენში მყოფმა ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს.
ინფორმაცია ბომბდამშენის ჩამოვარდნისა და ეკიპაჟის დაღუპვის შესახებ რამდენიმე წუთის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.