რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის დელეგაცია აშშ-ში არ შეუშვეს

ლაშა ბერულავა 2017-10-13 15:45:03 ნახვები 578

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრებით დაკომპლექტებულმა დელეგაციამ, რომელიც გაეროს ბრიფინგზე გამგზავრებას აპირებდა, აშშ-ის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზა ვერ მიიღო.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით “ინტერფაქსი” იტყობინება.

ბრიფინგი გაეროს შტაბ-ბინაში, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხზე უნდა გამართულიყო და მასში მონაწილეობას რუსეთის დელეგაციაც გეგმავდა. დელეგაციას გენშტაბის მეთაურის მრჩეველი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი ტრეტიაკი ხელმძღვანელობდა.

ლაშა ბერულავა, “ინტერფაქსის” მიხედვით, 13 ოქტომბერი, 2017; 11:24

დატოვე კომენტარი