დეკანოზმა თამაზ ლომიძემ მიუნხენის ქართულ ეკლესიაში ქადაგებისას მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა და ყველა პატრიოტი დალოპცა, ვინც ოკუპანტთა ქმედებებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აპროტესტებს. 

დეკანოზის თქმით, სიტყვა სულიწმიდის მახვილია, მას დიდი ძალა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ იმ პირებმა, “ვისაც მსოფლიო უსმენს”. დეკანოზი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს თავისუფლების საშუალებას არ აძლევს და მიტაცებული მიწებისთვის მავთულხლართების გავლებით ცდილობს, მას გული ამოგლიჯოს.

“ბოროტებაა, როცა მეზობელი ქვეყანა რუსეთი, რომელიც 245-ჯერ დიდია საქართველოზე, მის მიწებს იტაცებს და საქართველოს გულის ამოგლეჯას ცდილობს. და უფრო დიდი ბოროტებაა, რომ ეს ქვეყანა თავის თავს მართლმადიდებელს უწოდებს. ამ პოზიციის გარდა ყველა სხვა პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით არის საქართველოს ღალატი”, – განაცხადა დეკანოზმა ქადაგების დროს.